logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: მეგობარი გაჭირვებაში იცნობაო...

07 აპრ 202121:20
3 წუთის საკითხავი
clock 1718
2021/04/07/db5gz3niqdr23nu.jpg

ევროპაში კვლავ დენთის სუნია. რუსული სამხედრო ძალების უკრაინის საზღვართან უპრეცედენტო მობილიზაციისა და აღმოსავლეთ უკრაინაში გახშირებული და მსხვეპლით დასრულებული სამხედრო შეტაკებების ფონზე, რასაც, ვითომდა, უკრაინული პროვოკაციების შესახებ რუსული მედიაისტერიკა ემატება,  ადვილი მისახვედრია, რა ტაქტიკით მოქმედებს მოსკოვი. დასავლეთში უკვე ღიად საუბრობენ 2008 წლის საქართველოს სცენარზე, რომელსაც კრემლი ამჯერად უკრაინაში ათამაშებს. მიზეზიც არაერთია:

პუტინს სექტემბერში საპარლამენტო არჩევნები ელის, მისი რეიტინგი კი ისტორიულ მინიმუმზეა. დღეს, როდესაც რუსეთის ეკონომიკა დასავლური საქნციებისა და კოვიდ-კრიზისის შედეგად მძიმე მდგომარეობაშია, რუსეთის პრეზიდენტისთვის მხარდაჭერის მობილიზების საუკეთესო და უკვე არაერთხელ ნაცადი გზა, გარე მტერთან ბრძოლის წამოწყებაა.

უკრაინა, ამ შემთხვევაში, იდეალური ვარიანტია, რომელმაც ბოლო პერიოდში  ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოების კონტექსტში სერიოუზული ნაბიჯები გადადგა. საბჭოთა იმპერიის აღდგენა კი, რაც პუტინის ოცნებაა, უკრაინის გარეშე შუძლებელია, ამიტომაც კიევის დასავლური ინტეგრაციის მორიგი ფაზის შესაჩერებლად  მოსკოვი ყველაფერზე წამსვლელია.

ამას ემატება რუსეთის უკიდურესად გაუარესებული ურთიერთობები ვაშინგტონთან და ბრიუსელთან, რაც ლამის ყოველკვირეულად ახალი სანქციებით მთავრდება. პუტინის უკრაინაში მორიგი შეჭრა ბაიდენის ადმინისტრაციისთვის სერიოზული გამოცდა იქნება, ხოლო კრემლის პოზიციებს დასავლეთთან მოალაპარაკებაში სერიოზულად გააძლიერებს.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ნატოს წევრი ქვეყნებისთვის შავი ზღვის აუზის სრულად გახსნის პერსპექტივაც. ბოლო პერიოდში, ერდოღანის მთავრობა სტამბოლის არხის მშენებლობის დაჩქარებასა და ქვეყნის მონტროს კონვენციიდან გასვლაზე ალაპარაკდა. ის სამხედრო პირები კი, რომლებიც ამ იდეას შეეწინააღმდეგნენ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობის დარღვევის ბრალდებით დააპატიმრა.

1936 წელს გაფორმოებული მონტროს ხელშეკრულება არაშავიზღვისპირა ქვეყნებს შავ ზღვაში სამხედრო გემების ყოფნას უზღუდავს. მისი გაუქმების შემთხვევაში კი, აკვატორიაში ამერიკული თუ ბრიტანული საზღვაო ძალები თავისფულად იმოძრავებენ, რაც შავ ზღვაზე რუსეთის ჰეგემონიისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, რუსეთი შეეცდება უკრაინას საერთოდ წაართვას სანაპირო ზოლი, რაც ომის გარეშე წარმოუდგენელია.

დასავლეთი უკიდურესად შეფიქრიანებულია. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს უკრაინის საზღვართან სამხედრო კონტიგენტის გაზრდის გამო ახსნა-განმარტება მოსთხოვა. თავად ბაიდენი კი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. სერიოზული შეშფოთება გამოხატეს ნატო-მ და ევროკავშირმა, საგანგებო სატელეფონო საუბარი გაიმართა მერკელს, მაკრონსა და პუტინს შორის. უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა ბრიტანეთის პრემიერმაც.

თუმცა მაშინ, როდესაც მთელი დასავლეთი მხარს უჭერს ომის ზღვარზე მყოფ უკრაინას, საქართველო სამარცხვინოდ დუმს. ოცნების ხელიუსფლებას განცხადებაც კი არ გაუკეთებია იმ ქვეყნის მხრადასაჭერად, რომელიც 2008 წლის ომში მარტო განცხდებებით კი არა, იარაღითაც ეხმარებოდა საქართველოს. უკრაინის პრეზიდნეტი კი რუსთაველზე იყო მაშინ, როდესაც რუსული ავიაცია ქვეყანას ბომბავდა.

ამ ყველაფრით უკიდურესად გაკვირვებულია ესტონეთის ყოფილი პრეზიდენეტი, რომელიც მაშინ იუშენკოსთან ერთად იდგა რუსეთაველზე საქართველოს მხრდასაჭერად. მას აღელვებს და უკვირს: რატომ უნდა ელოდოს თბილისი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსული ოკუპაციის დაგმობას საქართველოში, როდესაც თავად საქართველო არ იღებს ხმას, მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინას ემუქრება.

თუმცა რაც ასე უკვირს ტოომას ილვესს, სულ აღარ გვიკვირს ჩვენ, ვინც რუსეთის მიმართ ოცნების არგაღიზიანების პოლიტიკას მივეჩვიეთ. მივეჩვიეთ იმას, რომ ყოველდღიურად გვართმევენ მიწას; გვტაცებენ,  გვიკლავენ და ციხეში ამწყვდევენ ჩვენს მოქალაეებს; დღესაც 4 ადამიანი დაიხრჩო ენგურში, იმის გამო, რომ ოკუპანტი მათ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

როდესაც ამ ყველაფერზე დუმილსა და უმოქმედობას საქართველოს ხელისულება რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკით ამართლებს, რა გასაკვირია, რომ უკაინასთან მიმართებით სამარცხივნოდ დუმდეს? და თუ ასე გავაგრძელებთ, ადრე თუ გვიან, მივალთ კონდიციამდე, როდესაც აღარც ჩვენს მხრადასაჭერად ამოიღებენ ხმას მოკავშირეები. მოსკოვს ჩვენს დასაპყრობად ომი, ხოლო ჩვენ არგაღიზიანების პოლიტიკა აღარ დაგვჭირდება, იმიტომაც, რომ როდესაც რუსეთის გუბერნიად ვიქცევით, მოსკოვს აღარ გავაღიზიანებთ.


close დახურვა