
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის მიერ ქალაქ სუმზე განხორციელებული იერიში "საშინელება იყო".
"ვფიქრობ, საშინელება იყო. მითხრეს, რომ შეცდომა დაუშვეს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს საშინელებაა. ვფიქრობ, მთელი ომი საშინელებაა. ვფიქრობ, რომ ამ ომის დაწყება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა. ეს ქვეყანა არასდროს დაუშვებდა ამ ომის დაწყებას, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ომი სირცხვილია"- აცხადებს ტრამპი.
პრეზიდენტს სთხოვეს განემარტა, რას გულისხმობდა შეცდომაში, რაზეც მან უპასუხა: "მათ დაუშვეს შეცდომა, მე მჯერა, რომ ასე იყო - ჰკითხეთ მათ"- განაცხადა ტრამპმა.
რუსმა ოკუპანტებმა 13 აპრილს ქალაქ სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო ცნობებით, დაღუპულია სულ მცირე 34 ადამიანი, დაშავდა - 117. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.