logo
ENG



კოდუას ცოლის თქმით, ძალადობა არ ყოფილა, თვალი სავარძელს თავად მიარტყა

12 აპრ 202117:26
3 წუთის საკითხავი
clock 5154
2021/04/12/7uvqjduiv4in0vt.jpg

ბიზნესმენის დავით კოდუას მეუღლე ნათია გედევანიშვილი აცხადებს, რომ ფიზიკურ ძალადობას მისი ქმრის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. 

გედევანიშვილის მტკიცებით, დაზიანებები მან თავად მიიყენა, კერძოდ კი, "თვალი სავარძელს თვითონ მიარტყა".  

"წუხელ მოხდა ოჯახური კონფლიქტი სახლში, ეს ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. მინდა, რომ გამოუწერონ მიუკარებლობა, მისი დაჭერა სულ არ მინდა", - აღნიშნა გედევანიშვილმა.  

აღსანიშნავია, რომ მანამდე გედევანიშვილი ამბობდა, რომ დავით კოდუამ ის და მისი შვილი სცემა. 

ბიზნესმენი დავით კოდუა ცოლსა და შვილზე ძალადობის ბრალდებით დღეს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.


close დახურვა