logo
ENG



სოფელ ლამბალოდან დაკარგული გოგონა პოლიციამ მარნეულში იპოვა

13 აპრ 202117:24
3 წუთის საკითხავი
clock 925
სოფელ ლამბალოდან დაკარგული გოგონა პოლიციამ მარნეულში იპოვა

სოფელ ლამბალოდან დაკარგული გოგონა პოლიციამ იპოვა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით გოგონა მარნეულში იმყოფება. 

18 წლის ნარმინა ისაიევა სახლიდან ორი დღის წინ წავიდა. გოგონამ სახლიდან წასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ოჯახის წევრებს შეტყობინება დაუტოვა, რომელშიც სახლიდან წასვლის მიზეზად გათხოვებას ასახელებდა და ოჯახის წევრებს უხსნიდა, რომ სხვა ადამიანი უყვარს და არა ის, ვისზეც ოჯახი ათხოვებდა. გოგონას დეიდას თქმით, შეტყობინებაში ნარმინა ისაიევა წერდა, რომ "იმას გაყვა, ვინც უყვარდა". 


close დახურვა