logo
ENG



"რიყის დოქები" მესამედ გავიდა აუქციონზე, თუმცა ისევ ვერ გაიყიდა

13 აპრ 202117:36
3 წუთის საკითხავი
clock 1258
2021/04/13/b75xj9qd9yffsvb.jpg

"რიყის დოქები" მესამედ გავიდა აუქციონზე, თუმცა ისევ ვერ გაიყიდა.

ეკონომიკის სამინისტრომ  "რიყის დოქები" 30 მარტს გაიტანა გასაყიდად, თუმცა აუქციონი უშედეგოდ დასრულდა და ობიექტს ინვესტორი კვლავ არ ჰყავს.

სამინისტრო ობიექტს პროგრამა "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 71 250 000 ლარად ყიდდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რიყის დოქები, მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობის მიზნით, ელექტრონულ აუქციონზე 2021 წლის თებერვალშიც გამოიტანა. პირველ აუქციონთან შედარებით მისი საწყისი ღირებულება 71 250 000 ლარამდე შემცირდა, თუმცა ობიექტი ვერ გაიყიდა.

თავდაპირველად, რიყის დოქები, 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ. ლარად იყო გამოტანილი.


close დახურვა