logo
ENG



გუმათჰესთან, აქციაზე მყოფებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

15 აპრ 202111:18
3 წუთის საკითხავი
clock 779

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გუმათჰესთან გამართული აქციის დროს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 6 პირი, ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები ბათუმში დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა 12 აპრილს, ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

დაკავებულები, ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები ნამახვანის აქციაზე რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ და აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ერთ-ერთი დაკავებულის, ფირუზ წულუკიძის ოჯახის მტკიცებით, მათ პროვოკაცია მოუწყვეს. მამა, დავით წულუკიძე ამბობს, რომ დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან ისინი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან. 

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


close დახურვა