ქართული ოცნება ქრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერის გარდა გამოთქვამს მზაობას, თვითმმართველობის არჩევნების პროპორციულ ნაწილში 40%-ზე დაბალი მხარდაჭერის შემთხვევაში, განიხილონ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.
"გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი", - ამბობს თალაკვაძე, - "თუ მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, ამ შემთხვევაში, ჩვენ განვიხილავთ ოპოზციის მოთხოვნებს [ვადამდელ] არჩევნებთან დაკავშირებით".
მანამდე თალაკვაძემ განაცხადა, რომ თული ოცნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს აწერს.