logo
ENG



შაბათის ფორმულა: მოქალაქეების ნაწილი რიკო კრედიტის ლომბარდებს თაღლითობაში ადანაშაულებს

17 აპრ 202120:30
3 წუთის საკითხავი
clock 4824

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, რიკო კრედიტში დალომბარდებული ნივთების დიდი ნაწილი მფლობელებს დაზიანებული უბრუნდებათ. 

რიკო კრედიტში თანხის სანაცვლოდ დატოვებული ნივთი, უკან ეკა ყურშიტაშვილს დაზიანებული დაუბრუნდა. ძვირადღირებული ოქროს სამაჯური გაწყვეტილი რომ იყო, მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც სესხი სრულად დაფარა და ნივთი დაიბრუნა. ოქროს ნივთის დაზიანების გამო მან პროკურატურაში იჩივლა. პარალელურად დაიწყო სოციალური კამპანია და Facebook-ზე ლომბარდის მხრიდან მის მსგავსად ბევრი დაზარალებული იპოვა. 

ათეულობით ადამიანმა, გამოაქვეყნა ჩაჭრილი საქორწინო რგოლების, ძვირფასი თვლების გარეშე დატოვებული ბეჭდების, გატეხილი ნათლობის ჯვრების და დეფორმირებული სამაჯურების ფოტოები. შაბათის ფორმულა რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა. ყველა მათგანი ამბობს, რომ ჩაბარებული ნივთი დაზიანებული დაუბრუნეს. 

"გამოტანის დროს, როცა ჩავიბარე, სრულიად ახალი ჯვარი აღმოჩნდა გატეხილი, დავწერე პრეტენზია, გავიდა თვეები და არავინ არ შემომეხმიანა", - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული. 

დაზარალებულები რიკო კრედიტს გაუფრთხილებლობასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ. ეს ის კომპანიაა, რომელმაც 2020 წელს პანდემიის დროს 39 მილიონიანი მოგება ნახა და საკრედიტო სფეროს კომპანიებს შორის, საქართველში ყველაზე დიდი სარგებელი მიიღო.

რიკო კრედიტის მფლობელი, ლაშა ნიკოლაიშვილი ამბობს რომ  მათ ნამდვილად ბევრი ადამიანი უჩივის,  თუმცა ლომბარდი თაღლითობის მსხვერპლი არაერთხელ თვითონაც გამხადარა

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოში პანდემიის დროს ლომბარდიდან სესხი 300 ათასზე მეტმა ადამიანმა აიღო.


close დახურვა