logo
ENG



ბოკერია: მიუღებელია, რა გზით მივდივართ ვადამდელ არჩევნებამდე, ეს საკითხია გამოსასწორებელი

18 აპრ 202121:27
3 წუთის საკითხავი
clock 839
ბოკერია: მიუღებელია, რა გზით მივდივართ ვადამდელ არჩევნებამდე, ეს საკითხია გამოსასწორებელი

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მასში "ძალიან კარგი პროგრესია"

ამასთან, ბოკერიას შეფასებით, ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა მათთვის მიუღებელია. რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, ბოკერიას თქმით, ძალიან კარგია, რომ ორი ადამიანის - ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი, დოკუმენტში მკაფიოდ არის გაწერილი. 

"ძალიან კარგი პროგრესია ამ დოკუმენტში, იმასთან შედარებით სადაც ვიყავით, ანუ საკვანძო საკითხში პოლიტპატიმრების არის ის ტესტი მოცემული, რომელიც თუ სრულიად არანორმალურ ინტერპრეტაციას არ გააკეთებს ვინმე მთავრობიდან, არის მკაფიო, რომ ამ ორ ადამიანთან დაკავშირებით, მათი გათავისუფლების საკითხი სწრაფად უნდა გადაწყდეს. 

ასევე ძალიან კარგი არის რომ ჩვენ გვაქვს ვადამდელ არჩევნებზე საუბარი მკაფიოდ. მაგრამ ჩვენთვის მიუღებლად რჩება რა ტესტით მივდივართ ვადამდელამდე, ეს ერთი საკითხი არის აქ გამოსასწორებელი და მაშინ ის მისაღები გახდება ავტომატურად, მაგრამ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ ქართული ოცნების წევრები საერთოდ არ მოვიდნენ ამ შეხვედრაზე, კომენტარს არ აკეთებენ და არაფერს იძახიან. ვადამდელის თვითმმართველობაზე მიბმა არის ჩვენთვის მიუღებელი, ან პირდაპირი შეთანხმება და ვადებზე მოქნილები ვართ, ან პლებისციტი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებს ახალ დოკუმენტს სთავაზობს. რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში წაიკითხეთ აქ

 

close დახურვა