logo
ENG



სამადაშვილი: სამშაბათს დარეგისტრირდება ამნისტიის კანონპროექტი და მოხდება რურუას შეწყალება

20 აპრ 202123:24
3 წუთის საკითხავი
clock 3045
სამადაშვილი: სამშაბათს დარეგისტრირდება ამნისტიის კანონპროექტი და მოხდება რურუას შეწყალება

ნაციონალური მოძრაობის წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სამუშაო ვახშამზე შეთანხმების შესრულების გეგმაზე ისაუბრეს. 

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სამშაბათს, 27 აპრილს, ოპოზიცია პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის დასარეგისტრირებლად შევა და ამავე დღეს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს.

"ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო ვახშამზე ვათანხმებდით დეტალებს შეთანხმების შესრულების. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ პირველი დღე ამ შეთანხმების შესრულების დაწყების იქნება სამშაბათი შემდეგი, როდესაც ოპოზიცია შევა პარლამენტში იმისთვის, რომ დაარეგისტრიროს ამნისტიის შესახებ კანონი და ამავე დღეს განხორციელდება გიორგი რურუას შეწყალების აქტი.

ამის შემდეგ, ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად მივიღებთ ამნისტიის კანონს და თუ მანამდე ვერ მოხერხდა რაიმე სხვა გზებით ნიკა მელიას გათავისუფლება, მაშინ ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, ნიკა მელიაც გათავისუფლდება საპატიმროდან", - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, 19 აპრილს, ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერა.

მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
  • სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
  • რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
  • გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
  • გირჩი - მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
  • მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];

ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ, არმაზ ახვლედიანმა, გრიგოლ ვაშაძემ და შალვა შავგულიძემ.

ხელისუფლების მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 

დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

 

close დახურვა