logo
ENG



პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძეს კახა კუჭავა შეცვლის

24 აპრ 202115:06
3 წუთის საკითხავი
clock 2428
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძეს კახა კუჭავა შეცვლის

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძეს კახა კუჭავა შეცვლის. 

ქართული ოცნების ოფისში კუჭავას კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ წარადგინა, რაც არჩილ თალაკვაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. 

"ქართული ოცნების სახელით, პარლამენტის თავმჯდომარის კანიდატად პარლამენტს წარედგინება კახა კუჭავას კანდიდატურა. მას აქვს საპარლამენტო მუშაობის გამორჩეული გამოცდილება. მას აქვს ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გამორჩეული გამოცდილება, რაც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მან სათანადოდ განახორციელოს სპიკერის ფუნქციები". - თქვა ირაკლი კობახიძემ კუჭავას წარდგენის დროს. 

კახა კუჭავა ქართული ოცნების წევრია 2016 წლიდან. ის არის IX  და X მოწვევის პარლამენტის წევრი. 2021 წლის იანვრიდან კახა კუჭავა ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრია და იკავებს პარტიის საერთაშორისო მდივნის თანამდებობას.


close დახურვა