logo
ENG



ბაქრაძე ამნისტიის პროექტის კენჭისყრაზე დაყენებამდე პარლამენტში არ მივა

27 აპრ 202114:44
3 წუთის საკითხავი
 
ბაქრაძე ამნისტიის პროექტის კენჭისყრაზე დაყენებამდე პარლამენტში არ მივა

ევროპული საქართველოს ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც პარტიიდან წასვლის შემდეგ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა და პარლამენტში შესვლის დაპირება გასცა, დღეს საკანონმდებლო ორგანოში მისულ ოპოზიციონერ კოლეგებს არ შეუერთდა. 

ბაქრაძე განმარტავს, რომ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებამდე, კერძოდ, ამნისტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე დადგომამდე პარლამენტში არ მივა, თუმცა დღეს საკანონდმებლო ორგანოში მისულ კოლეგებს მხარდაჭერას უცხადებს. 

"საპარლამენტო საქმიანობაში ჩემი სრულფასოვანი ჩართვა შესაძლებელი გახდება მხოლოდ კონკრეტული შედეგების დადგომის, კერძოდ, გიორგი რურუას გათავისუფლების და ნიკა მელიასთან მიმართებაში შეთანხმებული, საზოგადოების და ოპოზიციის მოლოდინების ამსახველი ამნისტიის კანონის კენჭისყრაზე დადგომის შემდეგ", - აცხადებს უპარტიო დეპუტატი, - "აქვე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო იმ ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ, ვინც დღეს მონაწილეობა მიიღო პარლამენტის პლენარულ სხდომაში". 

დღევანდელ პარლამენტის სხდომას ევროპული საქართველოს სიით გასული კიდევ ორი დეპუტატი - შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი დაესწრნენ. მათგან განსხვავებით, მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ. 


close დახურვა