logo
ENG



"რუსთავის აზოტის" თანამშრომლები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით აქციას მართავენ

28 აპრ 202115:35
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავის აზოტის თანამშრომლები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის 50%-ით გაზრდაა.

ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, თუ ქარხნის ადმინისტრაციის მხრიდან რეაგირება არ იქნება, აქციის მონაწილეების რაოდენობა გაიზრდება.

"ჩვენი მოთხოვნებია ხელფასის მატება 50%-ით. ძალიან მინიმალურ ხელფასზე ვმუშაობთ. რაც დავიწყე აქ მუშაობა 13 წელია, იგივე ხელფასზე ვმუშაობ. ყველაფერი გაძვირდა, ჩვენ არ გვთვლიან ადამიანებად თუ რა არის, ვერ ვიგებ. თუ წამოვლენ მოლაპარაკებებზე წამოვიდნენ, თუ არადა ვაგრძელებთ აქციას", - განაცხადა რუსთავის აზოტის თანამშრომელმა, ლევან სუხიშვილმა.


close დახურვა