logo

აპრილში ზეთი 40.2%-ით გაძვირდა

04 მაი 202114:28
3 წუთის საკითხავი
clock 107

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში ზეთი 40.2%-ით გაძვირდა. 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.94 პროცენტული პუნქტით აისახა.

საქსტატის ცნობით, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ზეთი და ცხიმი (40.2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), თევზეული (9.4%), პური და პურპროდუქტები (6.4%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), რძე, ყველი და კვერცხი (6.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.6%).

ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-22.2%), ასევე ხილსა და ყურძენზე (-18.2%);

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ამ მაჩვენებელმა 2021 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.93% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.87% განისაზღვრა.

close დახურვა