logo
ENG



ქარტია შსს-ს მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ "მთავარის" ჟურნალისტებზე თავდასხმა

04 მაი 202119:24
3 წუთის საკითხავი
clock 930
ქარტია შსს-ს მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ "მთავარის" ჟურნალისტებზე თავდასხმა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დავითგარეჯში ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხმაურება, გმობს ძალადობას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ მომხდარი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. 

ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეული ფაქტი სათანადოდ იყოს გამოძიებული.

დავითგარეჯში ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. 

ისინი შაბათის მთავარისთვის სიუჟეტს ამზადებდნენ. 

ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. ნაცემია ოპერატორი, დამტვრეულია კამერა. 

თავდასხმის შემდეგ მთავარი არხის მანქანას გზა მოქალაქეებმაც გადაუკეტეს. 


close დახურვა