logo
ENG



პარლამენტის დეპუტატები საჯაროდ აიცრნენ

06 მაი 202113:31
3 წუთის საკითხავი
clock 1370

პარლამენტის წევრებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს. დეპუტატები რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრნენ.

პროცესს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ მთავრობის წევრებისა და დეპუტატების ჩართულობა ვაქცინაციას უფრო გააქტიურებს.

"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის გახდება მაგალითი საზოგადოებისთვის, რაც, მოლოდინი არის, რომ გაზრდის საზოგადოებაში იმ მაჩვენებელს, რომელიც არის ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში.

ჩვენ ვაკვირდებით, რომ ბოლო პერიოდის მანძილზე მინისტრებისა და დეპუტატების ჩართულობა არის აქტიური, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან სწორედ ისინი არიან ჩვენი ხიდი საზოგადოებასთან და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს კიდევ უფრო გააქტიურებს ვაქცინაციის პროცესს", - თქვა ტიკარაძემ.

4 მაისს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს, სინოფარმით აცრა კი 4 მაისიდან დაიწყო.


close დახურვა