საქართველოში კორონავისურით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისი ინფორმაცია stopcov.ge-ზე უკვე გამოქვეყნდა. ინფიცირების ფაქტი აჭარაში დადასტურდა.
აღსანიშნავია, რომ დღეს, დღის განმავლობაში, ინფიცირების ეს უკვე მე-5 შემთხვევაა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების სულ 49 შემთხვევა დადასტურდა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 პაციენტი რჩება.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანასი საგანგებო მდგომარეობა 1 თვით გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. განსაკუთრებული რეჟიმის გამოცხადება ვირუსის პრევენციისთვის გახდა საჭირო, მას შემდეგ რაც საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების მატება გაიზარდა. ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დადასტურდა. სწორედ ეს პირველი ინფიცირებული რამდენიმე დღის წინ კლინიკიდან უკვე გაეწერა, რადგან მას შესაბამისი ტესტირების საფუძველზე ვირუსი აღარ დაუდგინდა.