logo
ENG



4 აპრილამდე პრემიერლიგა გადაიდო

13 მარ 202015:10
3 წუთის საკითხავი
 
sftaujredpyhflt.gif

ინგლისის უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატი „პრემიერლიგა“ გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას „პრემიერლიგის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

აქამდე, არსებული ინფორმაციით, ინგლისის ჩემპიონატი 14-15 მარტს მაყურებლის თანდასწრებით გაიმართებოდა. 

თუმცა, 13 მარტს „არსენალის“ მწვრთნელს მიკელ არტეტას კორონავირუსი დაუდგინდა. ვირუსით დაინფიცირდა „ჩელსის“ ფეხბურთელი ჰადსონ-ოდოიც.

უეფა-მ გაურკვეველი ვადით გადადო „ჩემპიონთა ლიგისა“ და „ევროპა ლიგის“ მატჩები. გადადებულია იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატები. 

საფეხბურთო კლუბი „რეალი“ კარანტინშია. კორონავირუსი დაუდგინდა „იუვენტუსის“ ფეხბურთელს დანიელე რუგანის და ტურინული კლუბი სრულ კარანტინშია. გავრცელებული ცნობით, ინფიცირებულია ტურინელთა სუპერვარსკვლავი პაულო დიბალაც.

კორონავირუსი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. ვირუსით დაინფიცირდა არაერთი ცნობილი სპორტსმენი და გაუქმდა უამრავი სპორტული ღონისძიება.

ამავე თემაზე: იხილეთ დაინფიცირებული ვარსკვლავები და გაუქმებული სპორტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.


close დახურვა