logo
ENG



4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა

04 ივლ 202211:02
3 წუთის საკითხავი
 
4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა

4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა.

"უფრო სრულყოფილი კავშირისკენ" სწრაფვის 246 წელი ნიშნავს, რომ დემოკრატიისთვის საჭირო რთული სამუშაო არასდროს სრულდება და, რომ ქვეყნებმა ყოველთვის უნდა იძიონ თავიანთი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზები.

დაბადების დღეს გილოცავთ, ამერიკა!". - წერს ამერიკის საელჩო საქართველოში. 

ისტორიული დოკუმენტი, რომლითაც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანულმა კოლონიებმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, კონგრესმა 1776 წლის 4 ივლისს ერთხმად მიიღო. 

დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ადამიანები თანასწორნი შექმნილან მათი ხელშეუხებელი უფლებებია სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა.


close დახურვა