logo
ENG



5-თვიანი იზოლაციის შემდეგ, ახალგორის ე.წ. საზღვარი გაიხსნა

24 იან 202013:28
3 წუთის საკითხავი
 
q1eq5zd2jo805gz.jpg

თითქმის 5-თვიანი იზოლაციის შემდეგ, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებთა ნაწილს დაბის დატოვების უფლება მიეცათ. კერძოდ, ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილებას შეძლებენ.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, 5 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტი, რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. 

"2 მიკროავტობუსი გადმოვიდა. დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ და გადმოიყვანენ დანარჩენს. ე.წ პროპურსკები აქვთ ამ პენსიონერებს და 10 დღის ვადით შეძლებენ გაჩერებას", - განაცხადა თინიკაშვილმა "ფორმულასთან" საუბარში. 

 

 


close დახურვა