logo
ENG



5 აფთიაქის ხელმძღვანელი ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დააკავეს

07 მაი 202109:44
3 წუთის საკითხავი
 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თბილისის მასშტაბით 5 აფთიაქი გამოვლინდა, საიდანაც უნებართვოდ და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად, რეცეპტის გარეშე იყიდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.

5 მაისს, შესაბამისი განჩინების საფუძველზე, დააკავეს ხუთივე აფთიაქის ხელმძღვანელი პირი, რომელთაც ბრალად ედებათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. 

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, აფთიაქებიდან დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი ამოიღეს. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.


close დახურვა