logo
ENG



10 დარღვევა - HRC 19 წლის გოგოს კოვიდით დაღუპვის საქმეზე განცხადებას აქვეყნებს

08 მაი 202113:10
3 წუთის საკითხავი
clock 1898

კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრი განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია შესწავლისას გამოვლენილ 10 სახის დარღვევასა და 2 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხზე.

HRC-ის განცხადების მიხედვით, ჯანდაცვის რეგულირების სააგენტომ დაასკვნა, რომ თეკლა თორდიას ავადობისას პირველივე კვირაში იყო შესაძლებელი ობიექტური დიაგნოზის დასმა. ასევე, უნდა შეფასებულიყო შაქრიანი დიაბეტი.

განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ სამედიცინო რეცენზიის ავტორების დასკვნაში "ბუნდოვნად და ერთი წინადადებით" არის საუბარი ჰოსპიტალიზაციისა და ორგანიზაციულ პრობლემებზე.

რეცენზენტ-ინფექციონისტის დასკვნით, დაავადების პირველივე კვირაში, ვირუსის რეპლიკაციის ფაზაში, ინფექციური პროცესის მძიმე მიმდინარეობის პროგნოზი შესაძლებელი იყო ობიექტური კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების შეფასებით. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, მყისიერად შეფასებულიყო 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის (ინსულინდამოკიდებულობის) საკითხი.

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ასევე, ირკვევა, რომ დარღვეულია ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბრძანებების მოთხოვნები. თუმცა, შესაბამისი სამედიცინო რეცენზიის ავტორები, თავიანთ დასკვნაში აღწერილი და გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, მხოლოდ ერთი წინადადებით, ბუნდოვნად  აღნიშნავენ, რომ „ორგანიზაციულ პრობლემებს, რაც არსებობდა პაციენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, არ მოუხდენია გავლენა გამოსავალზე“. ასეთი პოზიციის დაფიქსირება შემაშფოთებელია და აჩენს კითხვებს რეცენზიის ავტორების ტენდენციურობასთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად განხორციელდეს საგამოძიებო მოქმედებები და მიაწოდონ ორგანიზაციას მათთვის საჭირო ინფორმაცია.

„ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისიტრომ ადამიანის უფლებათა ცენტრს არ მიაწოდა ინფორმაცია კითხვაზე - თეკლა თორდიას ჯანმრთელობის გაუარესების გამო,  პაციენტის ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისას იყო თუ არა თავისუფალი ადგილები საქართველოს მასშტაბით", - ნათქვამია განცხადებაში. 

კორონავირუსით 19 წლის ქალი 29 ნოემბერს გარდაიცვალა. კლინიკის წარმომადგენლის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო და რამდენიმე დღიანი მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილს თანმდევი დაავადება - დიაბეტი ჰქონდა.

გარდაცვლილის ოჯახი  დაგვიანებულ მკურნალობაზე, უყურადღებობასა და სისტემის გაუმართაობაზე საუბრობდა. 

დეტალებს დაეცანით აქ.


close დახურვა