logo
ENG



"დაგმდუღრავ. რატომ არ გადახტი ფანჯრიდან?" - ძალადობის შემდეგ 26 წლის ქალმა თავი მოიკლა

08 მაი 202114:44
3 წუთის საკითხავი
clock 5708

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომლის სავარაუდო მუქარის შემდეგაც 26 წლის ქალმა თავი მოიკლა. 

ბ.თ-ს ბრალად გაუპატიურება და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

საქმე ეხება შემთხვევას, როცა 26 წლის ქალი, ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიპაევა მე-8 სართულიდან გადახტა და თავი მოიკლა. 

პროკურატურის ცნობით, ის იყო მუქარის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. 

აიპაევა საქართველოში სამუშაოდ რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა. 

თავდაპირველად ის ნათესავებთან ერთად ცხოვრობდა, სადაც მასზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადეს. 

შემდეგ კი მან საცხოვრებელი შეიცვალა. 

შაბათის ფორმულამ გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომელშიც ისმის, რომ კაცი, სახელად ბესო, ქალს ემუქრება, აყენებს შეურაცხყოფას, ასევე, მოუწოდებს, ნათქვამი შეასრულოს და ფანჯრიდან გადახტეს.

"დაგმდუღრავ. რატომ არ გადახტი ფანჯრიდან?"- მიმართავს კაცი ქალს.

პროკურატურის განცხადებით, გოგო იყო ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ბ.თ-მ გოგო მუქარით გააუპატიურა, გოგომ კი ვერ გაუძლო მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას და მერვე სართულიდან გადახტა.

 

close დახურვა