logo
ENG



ძალადობრივი ჯგუფების ლიდერი ვასაძე და მისი პრორუსული რიტორიკა - შაბათის ფორმულა

08 მაი 202121:03
3 წუთის საკითხავი
clock 2036

შაბათის ფორმულა იმ ბიზნესმენსა და მის რუსულ კავშირებზე მოგიყვებათ, ვინც საკუთარ თავს რაინდს უწოდებს და ვინც სხვადასხვა დროს ჰომოფობიური და ქსენოფობიური აქციის ორგანიზატორი იყო. ლევან ვასაძე ესხმოდა თავს დასავლურ ინსტიტუტებსა და დიპლომატებს. ის აგრესიულია ჟურნალისტების მიმართა და ცნობილია ვლადიმერ პუტინის მთავარ იდეოლოგთან, ალექსანდრ დუგინთან მეგობრობით.

ვასაძემ რამდენიმე დღის წინ პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა და საჯარო კამპანიის დაწყებას, 16 მაისს, 9 აპრილის ბაღში აქციით აპირებს. ვასაძის რიტორიკა დასავლეთთან მიმართებაში უცვლელია. ბიზნესმენი რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე, ამერიკასთან და ევროპასთან კი დაბალანსებულ ურთიერთობებზე საუბრობს. ვასაძის ნარატივი ზედმიწევნით ემთხვევა რუსი ფილოსოფოსის, პუტინის ცნობილი იდეოლოგის, ალექსეი დუგინის პოზიციას. დუგინი ქართული ონლაინ პლატფორმა ალტინფოს ხშირი სტუმარია. ​

ალტინფოს აქვს ვებგვერდი, Youtube არხი, ტელეგრამ და ვაიბერ ჯგუფები, სადაც საკუთარ პროპაგანდას აქტიურად ავრცელებს. რიტორიკა აქაც იდენტურია, ძირითადი ხაზი დასავლეთისგან მტრის ხატის შექმნაა, რომელიც როგორც ისინი ამბობენ, საქართველოს როგორც მართლმადიდებლურ ქვეყანას საფრთხეს უქმნის. 

მედია პლატფორმა ალტინფოს გვერდები სოციალურ ქსელებში 2020 წელს დაბლოკეს. Facebook-ის ადმინისტრაციამ მათი მუშაობა არაავთენთურად მიიჩნია და ასობით გვერდი გაუუქმა. ალტინფო საკუთარ პროდუქტს ავრცელებდა როგორც ოფიციალური, ისე ყალბი გვერდებით, გასართობი დასახელების ქვეშ შექმნილ ჯგუფებში, რომელშიც მომხმარებლის დამატება გაცილებით მარტივი იყო. კვლევა სამართლიანმა არჩევნებმა გამოაქვეყნა.

Facebook-ის ადმინისტრაციის მხრიდან გატარებული ზომების მიუხედავად მედია ჯგუფმა სხვა გზები მოძებნა, თავად Facebook-ზე კი ახალი გვერდი გახსნა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. თოთოეულ მათგანზე აქტიურად ზიარდება ლევან ვასაძის პრესკონფერენციის ვიდეოები, ჯგუფების წევრებს კი მოუწოდებენ დააყენონ მოძრაობა "ერთობა, რაობა, იდენტობის" Facebook-ჩარჩოები. ალტინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი დამფინანსებელი ბიზნესმენი, კონსტანტინე მორგოშიაა - პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წევრი, შემდეგში კი ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი. 

კონსტანტინე მორგოშია სააკაშვილის ხელისუფლების დროს თაღლითობისა და სახელმწიფო ქონების მიტაცების ბრალდებით იყო დაკავებული. ბიზნესმენს ქონების უმეტესობა სხვის სახელზე აქვს გაფორმებული. მათ შორისაა მცხეთაში არსებული ნაკვეთები, რომლებიც მორგოშიას მეგობრის შვილის, დავით ისახანაშვილის სახელზეა გაფორმებული. თავად მორგოშია ისახანაშვილთან ბიზნეს პარტნიორობას უარყოფს.

სწორედ ალტინფოს გუნდი არის ლევან ვასაძის აქციის ორგანიზატორი. 


close დახურვა