logo
ENG



"სახლები გვენგრევა, მიწა იბზარება" - ჭიათურაში 10 ადამიანი შიმშილობს, 3-მა პირი ამოიკერა

11 მაი 202114:33
3 წუთის საკითხავი
 

ჭიათურის სოფელ შუქრუთის 3-მა მცხოვრებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, შიმშილობს 10 ადამიანი.

ისინი ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მათი საცხოვრებელი სახლები დაიბზარა, კომპანია კი ზიანის ანაზღაურებას არ აპირებს. 

ადგილობრივების თქმით, მათი სახლების ქვეშ ჯორჯიან მანგანეზი მანგანუმს მოიპოვებს. 

ისინი მიმდინარე პროცესებს 85 დღეა, აპროტესტებენ, თუმცა, მძიმე ფორმებს მას შემდეგ მიმართეს, რაც ჭიათურის გამგეობის წინ კარვის გაშლა მოინდომეს, თუმცა, მერმა მათ ამის უფლება არ მისცა. 

შუქრუთელებმა დახმარებისთვის სახალხო დამცველსაც მიმართეს. 

"სახლები თავზე გვენგრევა, მიწა იბზარება. მერმა გივი მოდებაძემ კარვის გაშლის უფლება არ მოგვცა. მანძილზე არ მიგვიღია არავითარი ყურადღება არც გამგეობისგან, არც კომპანიისგან. იძულებულები გავხდით, მიგვემართა უკიდურესი ფორმისთვის. დღეს ამოვიკერეთ პირი და დავიწყეთ შიმშილობა". - თქვა ერთ-ერთმა შუქრუთელმა

"არც ერთ მთავრობას ჩვენთვის დახმარება არ გაუწევია. ვცხოვრობთ სოფლის წყალობით. გვინდა, ეს შეგვინარჩუნდეს". - ამბობს სხვა. 


close დახურვა