logo
ENG



კორონავირუსის 776 შემთხვევა გამოვლინდა, 16 პაციენტი გარდაიცვალა

13 მაი 202110:56
3 წუთის საკითხავი
clock 1062
კორონავირუსის 776 შემთხვევა გამოვლინდა, 16 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

Stopcov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში 31 982 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 20 394 ანტიგენი, 11 588 - PCR.

დღეს გამოვლენილი 776 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 359. რაც შეეხება რეგიონებს:

  • აჭარა - 79,
  • იმერეთი - 81,
  • ქვემო ქართლი - 56,
  • შიდა ქართლი - 13,
  • გურია - 20,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84,
  • კახეთი - 30,
  • მცხეთა-მთიანეთი - 41,
  • სამცხე-ჯავახეთი - 10,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

close დახურვა