logo
ENG



ქარელის მცხოვრებლები სახნავ-სათესი მიწების გაყიდვას აპროტესტებენ

15 მაი 202112:20
3 წუთის საკითხავი
 

ქარელის რაიონის მოსახლეობა სახნავ-სათესი მიწების გაყიდვას აპროტესტებს.

სოფელ მოხისის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივების თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ 30 ჰექტრამდე მიწა მოსახლეობასთან შეუთანხმებლად და ჩუმად გაყიდა. 

"ქართული ოცნება ამბობს, ადამიანია ჩვენთვის პრიორიტეტიო. აგერ გლეხები ვართ და მოდით, დაგვეხმარეთ, დაგვიდექით გვერდში. ჩვენს გამგეობას რაც შეუძლია, აკეთებს. მაგრამ ბოლოს თუ ასფალტი დარჩა, ასფალტი ვჭამოთ გლეხებმა? ნება იბოძონ და დაგვიბრუნონ, ან ხელშეკრულება გაგვიგრძელონ, ან როგორღაც მოახერხონ, რომ დაგვრჩეს საკუთრებაში და ჩვენს ფართებს ჩვენ თვიტონ მოვუაროთ". - ამბობს ვლადიმერ ხუციშვილი, ქარელის მცხოვრები. 

მანამდე მიწების გაყიდვა გააპროტესტეს წნორში, სადაც ეკონომიკის სამინისტრომ საძოვრები გაყიდა. 


close დახურვა