logo
ENG



ქუთაისში მაშველებმა ბუნებრივი აირით დატვირთული მანქანის აალების საფრთხე აღკვეთეს

16 მაი 202111:29
3 წუთის საკითხავი
clock 471

ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა ბუნებრივი აირით დატვირთული მანქანის აალების საფრთხე აღკვეთეს. 

საგანგებო სიტუაციის სამსახურის ცნობით, 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში, სიმონ გუნავას ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილზე განთავსებული ცისტერნიდან ჟონავდა დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მისამართზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეებს დაატოვებინეს მიმდებარე ტერიტორია. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციამ ტერიტორია უსაფრთხოების ლენტით შემოსაზღვრა და შესაბამისმა ძალებმა დაიწყეს მუშაობა.

მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ცისტერნიდან ბუნებრივი აირის გამოდინება დროულად იქნა შეჩერებული და აალების საფრთხე აღკვეთილი.

ამ დროისთვის პრობლემა უკვე სრულად არის აღმოფხვრილი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.


close დახურვა