logo
ENG



"ნუ დაგვაკლებენ შემოსავალს" - გლოვოს კურიერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

16 მაი 202117:25
3 წუთის საკითხავი
clock 1044

"ნუ დაგვაკლებენ შემოსავალს" - გლოვოს კურიერებმა სპორტის სასახლესთან საპროტესტო აქცია გამართეს.

მათი თქმით, კომპანიამ ბონუსები მოუხსნა, რაც მათ ანაზღაურებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. 

"ბონუსები, რასაც გამოვიმუშავებდით და რის გამოც აზრი ჰქონდა მუშაობას, მთლიანად მოგვიხსნეს. გვითხრეს, იყავით მონებიო".- ამბობს ერთ-ერთი კურიერი. 

"ობიექტამდე მისვლის თანხას აღარ გადაგიხდითო, ბონუსები აღარ იქნებაო. ბიჭები ამით მუშაობდნენ ძირითადად. არ ვითხოვთ პრემიების ჩარიცხვას. უბრალოდ, შრომა დააფასონ, ნუ დაგვაკლებენ შემოსავალს". - თქვა სხვამ. 

აქციის პარალელურად კურიერების ნაწილი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. კომპანიამ მოთხოვნებზე სამსჯელოდ 2-კვირიანი ვადა მოითხოვა. 

თუმცა, როგორც კურიერებმა თქვეს, კომპანიას აღარ ენდობიან. 

"არ იქნება არავითარი კომპრომისი ჩვენი მხრიდან". - აცხადებენ კურიერები. 


close დახურვა