logo
ENG



გაბუნიას თქმით, სინოვაკის ვაქცინაზე რეგისტრაცია კვირის ბოლომდე დაიწყება

17 მაი 202113:21
3 წუთის საკითხავი
clock 1085
გაბუნიას თქმით, სინოვაკის ვაქცინაზე რეგისტრაცია კვირის ბოლომდე დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით,​ ჩინური წარმოების ვაქცინა სინოვაკზე რეგისტრაცია მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება, ვაქცინაციის პროცესი კი - მომდევნო კვირიდან.

ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ვფიქრობთ, კვირის ბოლომდე დაიწყება რეგისტრაცია სინოვაკზე და მომდევნო კვირიდან სინოვაკის მიღების შესაძლებლობა ექნებათ დაინტერესებულ მოქალაქეებს. 20-ზე მეტ ქვეყანაშია სინოვაკი ავტორიზებული და ათობით მილიონი ადამიანია უკვე აცრილი სინოვაკით ,მათ შორის აზერბაიჯანსა და თურქეთში", - განაცხადა გაბუნიამ.

სინოვაკის ვაქცინას ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს. საქართველოში ის 30 აპრილს შემოვიდა.

ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო. 

3 აპრილს ქვეყანაში ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 000 დოზა შემოვიდა, რომლით აცრაც 18 წელს ზემოთ ყველა მსურველს შეუძლია.


close დახურვა