logo

სასტუმრო რუმსთან​ ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფი მივიდა

17 მაი 202115:06
3 წუთის საკითხავი
clock 286
სასტუმრო რუმსთან​ ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფი მივიდა
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

სასტუმრო რუმსთან​ ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფი მივიდა. 

რუმსში ლგბტქ აქტივისტები და პოლიტიკოსები პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ქვეყანაში ლგბტქ ადამიანების უფლებებზე მსჯელობენ. 

ადგილზეა გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც ამბობს, რომ აქ მივიდნენ, "რათა საზოგადოება გარყვნილებაში ჩათრევა და გადაგვარება". 

მისი თქმით, კონფერენციის შესახებ დაწყებამდე ინფორმაცია არ ჰქონდათ, თორემ მის ჩაშლას შეეცდებოდნენ. 

ფალავანდიშვილმა თქვა, რომ პოლიცია მაშინ დაინახა, როცა "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით "ქუჩების კურთხევის" მსვლელობაში მონაწილეობდა. 

"მივხვდით, რომ აქ იქნებოდნენ. ეს არის შულავერის კომიტეტი, საქართველოს სუვერენიტეტის, მომავლის, შვილების ბედნიერი მომავლის წინააღმდეგ შეკრებილი. და მიუხედავად იმისა, რომ მას ხელი არ მოაწერა ოცნებამ, ოცნება არის მათი მასპინძელი, ის თავისი პოლიციით იცავს ამ სიბინძურეს და ერის ღალატს". - თქვა გურამ ფალავანდიშვილმა. 

ძალადობრივი ჯგუფები ლგბტქ თემის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს წლებია, ხელს უშლიან გამოხატვის თავისუფლებაში და უქმნიან მათ ფიზიკურ საფრთხეს. 

გურამ ფალავანდიშვილი ლგბტქ თემის წევრებს თავს 15 მაისსაც დაესხა - მან დედაენის ბაღში დადგმული ინსტალაცია დაანგრია. და შეკრებილებს აგინა. ინციდენტის დროს თემის ზოგიერთი წევრი დაზიანდა. 

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა. 

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწესა. ერთი წლით ადრე - 2013 წლის 17 მაისს ათობით სასულიერო პირმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა. 

მას შემდეგ 17 მაისის აღნიშვნა ლგბტქ თემის წევრებისთვის საფრთხედ იქცა. 

close დახურვა