კომპანია ნაბეღლავის დისტრიბუტორები გაიფიცნენ. პროტესტში 70-მდე თანამშრომელია ჩართული.
გაფიცულები ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
"ხელფასები გაგვიზარდონ და ყურადღება მოგვაქციონ. 1 300 ლარამდე ვითხოვთ გაზრდას, ყველაზე ცოტა, ახლა გვაქვს 650, სირცხვილი არ არის?! ესენი ფასებს უმატებენ. ხელფასის მომატებასა და ტვირთის განაწილებას ვითხოვთ", - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული დავით მედოიძე.
მათი ცნობით, მენეჯმენტთან კომუნიკაცია ჰქონდათ და დაპირება მიიღეს, რომ მოთხოვნებს დაუკამყოფილებდნენ, თუმცა არაფერი შეიცვალა.