logo
ENG



საარჩევნო ცვლილებების კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

25 მაი 202120:41
3 წუთის საკითხავი
 
საარჩევნო ცვლილებების კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს 91 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

საარჩევნო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი დღეს, 25 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს დეპუტატებმა.

პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას სჯერა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობა ხელისუფლებას არჩევნების შედეგებზე მანიპულაციისთვის სივრცეს მნიშვნელოვნად უზღუდავს და მის მაქსიმალურ სანდოობას უზრუნველყოფს. 

ცვლილებებს მხარს არ უჭერენ კვლავ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები, რომლებსაც შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერიათ - ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო. 

ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია კანონპროექტის შესახებ საკუთარ მოსაზრებას ვენეციის კომისიას გაუგზავნის. 

რას ითვალისწინებს პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი საარჩევნო ცვლილებები - იხილეთ ვრცლად.

 


close დახურვა