logo
ENG



50 ან 500-ლარიანი ჯარიმა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის-კანონპროექტზე დღეს იმსჯელებენ

08 ივნ 202008:41
3 წუთის საკითხავი
 

დღეს ბიუროს სხდომაზე პირბადის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, დახურულ სივრცეში პირბადის არქონის გამო ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 500 ლარით. ამის გარდა, მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულება მგზავრთან ერთად მძღოლსაც ეკისრება. რეგულაციები შეეხებათ ტაქსის მძღოლებსაც.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, მოქალაქეებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და ამ წესის დარღვევა დაჯარიმებას გამოიწვევს.

„დგინდება ჯარიმები იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეებისთვის სავალდებულოა პირბადეების ტარება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. იმ შემთხვევაში თუ ამ წესების დარღვევა მოხდება, ფიზიკური პირებისთვის იქნება 50, ხოლო იურიდიული პირებისთვის 500 ლარის ოდენობის ჯარიმა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებული ჯარიმების შემცირებაც მოხდება. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის  ფიზიკური პირები 3000 ლარის ნაცვლად  2000 ლარს, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარს გადაიხდიან.


close დახურვა