იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს ზემოთ ადამიანები და მაღალი რისკის პროფესიების მქონე პირვები ვაქცინის მესამე დოზით აცრას შეძლებენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ ბუსტერ დოზის გაკეთება შესაძლებელია მეორე აცრიდან 6 თვეში.
"საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში. ასევე, ნებისმიერი ასაკის პირებში, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება და ასევე მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ასევე, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები", - თქვა მან.
გარდა ამისა, ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებენ პირები, რომლებიც უცხოეთში მიემგზავრებიან.