logo
ENG



ფორმულამ ოცნების შიდა კვლევა მოიპოვა, რომლის მიხედვით პარტია 43%-იან ბარიერს ვერ ლახავს

28 მაი 202120:23
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულამ ქართული ოცნების შიდა კვლევის უახლესი შედეგები მოიპოვა, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნება არჩევნებზე 43%-იან ბარიერს ვერ ლახავს. კვლევის შედეგები ფორმულას წყარომ მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ პარტიის შიდა კვლევა მისივე ნდობით აღჭურვილი კომპანიის მიერ არის ჩატარებული. 

კითხვაზე: ხვალ, რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? - ქართულ ოცნებას ალოკაციის გარეშე, ამომრჩეველთა მხოლოდ 21 პროცენტი ასახელებს; ალოკაციით კი 35. ამავე კვლევით, საზოგადოების 40 პროცენტს კი გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას. 

ფორმულას ინფორმაციით, პარტიაში გაზომეს მერობის სავარაუდო კანდიდატების რეიტინგიც. კალაძესა და თალაკვაძეს შორის გამოკითხულთა სიმპათია მოქმედი მერისკენ გადაიხარა. კვლევების ჩატარებას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, თუმცა ფორმულას მიერ მოპოვებულ მონაცემებს უარყოფს. 

თუ მმართველი პარტია 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს, მას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოუწევს.


close დახურვა