logo
ENG



გახარია: ნამახვანის კონტრაქტი ზოგ მსხვილი ჰესის კონტრაქტზე ბევრად უკეთესია

31 მაი 202119:59
3 წუთის საკითხავი
clock 1795
2021/05/31/joho33wz7xh6rff.jpg

ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ამბობს, რომ ნამახვანჰესის კონტრაქტი ზოგიერთი სხვა მსხვილი ჰესის კონტრაქტთან შედარებით, ბევრად უკეთესია. 

"კარგია თუ ცუდია, მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა, როდესაც ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული 2019 წლის აპრილში და ეს კონტრაქტი იყო გაფორმებული. სამწუხაროდ, მაშინ მე საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიყავი და ეკონომიკურ ნაწილში არც მახსოვს, ჩემი ბრალია, ჩემი პასუხისმგებლობაა, არც მახსოვს ეს კონტრაქტი, როგორ გაიარა. უბრალოდ, ეს კონტრაქტი თქვენ რომ აიღოთ და შეადაროთ სხვა მსხვილ ჰესების კონტრაქტს... ეს არ არის გარანტია, რომ კარგია ან ცუდია", - თქვა გახარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა ხელისუფლებასა და ჰესის მოწინააღმდეგეებს შორის კომუნიკაციაა. 

"მთავარი პრობლემა არის შემდეგში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოუსაფრთხოება პირდაპირ არის ჰიდრორესურსზე დამოკიდებული, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ჰიდრორესურსი ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის გვჭირდება. ამიტომ, პრობლემა აქ არის ეს კომუნიკაცია ხეობის დამცველებთან. ეს თუ არ მოგვარდა, პრობლემა იქნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. აღსანიშნავია, რომ 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

"რიონის მცველები" ითხოვენ: 

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.
 

close დახურვა