logo
ENG



სალხინოს სკოლა-პანსიონის სატრაპეზოს 10-მდე თანამშრომელი გაიფიცა

01 ივნ 202113:17
3 წუთის საკითხავი
 

სალხინოს წმინდა ამბროსის სახელობის ზოგად საგანმანათლებლო სკოლა პანსიონის სატრაპეზოს 10-მდე თანამშრომელი პროტესტის ნიშნად გაიფიცა.

ისინი პანდემიის პერიოდში არსებული დანამატის მოხსნას აპროტესტებენ.

გაფიცულები ჭყონდიდის ეპარქიის ამჟამინდელ მმართველთან შეხვედრას და პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

მათ ასევე თქვეს, რომ მიტროპოლიტი სტეფანესგან მიიღეს პასუხი: "თუ ბოიკოტი უნდათ, განაგრძონ".

გაფიცულები მათი მოთხოვნების არ დაკმაყოფილების შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ.

თავად ეპისკოპოსი მედიასთან დეტალებზე არ ლაპარაკობს და აცხადებს, რომ ის, რაც სკოლაში ხდება, "ტელევიზიის გადასაწყვეტი არ არის". 


close დახურვა