ამ წუთებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში, სასაფლაოს ტერიტორიაზე მოსახლეობაა შეკრებილი. სწორედ სასაფლაოზე დააკავეს ადგილობრივი მცხოვრები სპეცრაზმის გამოყენებით. დაკავებული რამდენიმე დღის წინ სოფელ გუმათთან ნამახვანჰესის საკითხზე მომხდარი დაპირისპირების მონაწილეა.
მოსახლეობა ამბობს, რომ სპეცრაზმმა არა მხოლოდ რეზინის ტყვიები, არამედ ცეცხლსასროლი აიარაღიც გამოიყენა. მათივე მტკიცებით, შედეგად, ორი ადამიანია დაჭრილი.