logo
ENG



თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა

08 ივნ 202116:11
3 წუთის საკითხავი
clock 2794

პარტია კანონი და სამართალის ლიდერი თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა. ის პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იქნება.

როგორც ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, საკანონმდებლო ორგანოში შეცვლილი ვითარების გამო შედის.

"შეცვლილი ვითარების გამო, მე იმ უმცირესობაში ვიყავი ჩემს პარტიაში, რომელსაც შესვლა რაღაცნაირად... გული მეთანაღრებოდა, მაგრამ რადიკალურად სხვა მოცემულობა მოგვცა უკვე შესულმა ატმოსფერომ, ვგულისხმობ ხელმომწერებს. აღარ არის პარლამენტი ბოიკოტირებული, დაეკარგა აზრი, არ არის ერთპარტიული, არის მრალპარტიული", - თქვა ჩარკვიანმა.

მისი განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს, რადგან 20 ივნისის საქმეების ამნისტიას არ ეთანხმება. 

თაკო ჩარკვიანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დეპუტატის მანდატი სტრატეგია აღმაშენებელის ბლოკით მოიპოვა. მას შემდეგ, რაც ვაშაძემ შარლ მიშელის შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელის მოწერა და ბოიკოტის დასრულება გადაწყვიტა, ჩარკვიანმა თქვა, რომ ეს მიუღებელია და ბლოკი დატოვა.


close დახურვა