ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში მიკროავტობუსის მძღოლს სასტიკად სცემეს, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, რობინზონ თუთარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მიატოვეს.
ნაცემი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, გარდაცვლილს სისტემატურად სძალავდნენ ფულს. ბოლო რეისის დროს კი მან ფულის მიცემა ვერ შეძლო.