logo
ENG



დაუდგენელი ნარკოტიკის მიღების შემდეგ 3 ახალგაზრდა კომაში ჩავარდა

09 ივნ 202120:13
3 წუთის საკითხავი
 

მცხეთა-მთიანეთის სოფელ ძნელისში 3-მა ახალგაზრდამ გაურკვეველი ნარკოტიკული ნივთიერება მიიღო, რამაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა და კომა გამოიწვია.

ორი ახალგაზრდა ამ დრომდე რჩება მცხეთაში, ჯეო ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში. მესამე - მდგომარეობიდან გამოვიდა. 

ის პოლიციამ უკვე დაკითხა. 

ფორმულას წყარო უყვება, რომ პოლიციამ სავარაუდო ნარკორეალიზატორის კვალსაც მიაგნო.

ფორმულას ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, უკანონო გზით შეძენილი ნივთიერება გაცილებით უფრო საშიში და მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ამას ახალგაზრდები ელოდნენ.

ერთ-ერთის მშობელმა ბიჭები უგონო მდგომარეობაში სასაფლაოსთან იპოვა.

კერძოდ: წყარო ფორმულას უყვება, რომ ახალგაზრდებმა ნარკოტიკული ნივთიერება შავ ბაზარზე ნარკორეალიზატორთან შეიძინეს.

თუმცა, ნივთიერება, რომელიც მათ შეუკვეთეს, სულ სხვა და ბევრად საშიში აღმოჩნდა. 

კომაში მდგომარეობაში მყოფი ერთ-ერთი ბიჭის ნათესავი გვიყვება, რომ ახალგაზრდები სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე ავტომობილით იყვნენ. 

მათ საშიში ნარკოტიკული ნივთიერებები უკვე მიღებული ქონდათ, რა დროსაც სასაფლაოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი ბიჭის დედამ გაიარა და უცნაური ხმა შემოესმა, ადგილზე მისულმა კი ნახა, რომ თავისი შვილი და მისი 2 მეგობარი უგონო მდგომარეობაში ძირს იწვა, რის შემდეგადაც დასახმარებლად მეზობლებს და სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაუძახა.


close დახურვა