logo
ENG



კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 ადამიანი გარდაიცვალა

10 ივნ 202110:50
3 წუთის საკითხავი
clock 748
კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 128 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 253 კვლევა, მათ შორის 19 138 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 115 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.12 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.59%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 705 ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:

  • თბილისი - 380
  • აჭარა - 39
  • იმერეთი - 59
  • ქვემო ქართლი - 55
  • შიდა ქართლი - 16
  • გურია - 18
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78
  • კახეთი - 41
  • მცხეთა-მთიანეთი - 11
  • სამცხე-ჯავახეთი - 3
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 9 909 საიდანაც: 3 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1 820, აჭარაში - 305, იმერეთში - 411. 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 689 პირი, მათ შორის, თბილისში - 304, აჭარაში - 86, იმერეთში -146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პირი, მათგან თბილისში - 125, აჭარაში - 8, იმერეთში - 13. 594 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 339 - თბილისში, 224- აჭარაში. 6 085 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 351 954-ს. აქედან 337 023 გამოჯანმრთელდა, 4 996 კი გარდაიცვალა. 

 

 


close დახურვა