logo

მეუფე იაკობი გახარიაზე: ეკლესიის საქმეებში ერეოდა, კრიზისმენეჯერი კი არა, კრიზისმეიკერია

10 ივნ 202112:54
3 წუთის საკითხავი
clock 231
მეუფე იაკობი გახარიაზე: ეკლესიის საქმეებში ერეოდა, კრიზისმენეჯერი კი არა, კრიზისმეიკერია

გახარია არაა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი, ვთქვი ერთხელ და ძალიან ზედმეტ პატივად მიმაჩნია, გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო.  ჩემი წარმოდგენა იცით. მე ის მიკვირს, უბრალოდ - ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ უნდა მობრუნდეს... ადამიანი, რომელიც პრემიერი თუ შს მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეებში პირდაპირ ერეოდა. მასზე ტყუილი არ მაქვს ნათქვამი - რაც ვთქვი, ვადასტურებ. ვინც ეკლესიის საქმეებში გარედან ერევა, იმას ყოველთვის... სახელმწიფო იყო მძიმე სიტუაციაში და რაღაცები აღარ გავაკეთე.

ახლა რომ ვუყურებ თქვენს ტელევიზიებს, რომ აპიარებთ - ვინ უნდა დაუჭიროს [მხარი], 2012-მდე ვინც ოცნების ის იყო, გახარიას რატომ უნდა მისცეს ხმა? რა გაუკეთებია? ლოკდაუნი გინდათ? ეგ სხვასაც შეუძლია. სტრატეგია ჰქონდა სწორი? - ამათი შეცდომა ის იყო, რომ პიარი უკეთეს, მენეჯერი, მენეჯერი. რის მენეჯერს უძახდნენ? - კრიზისმენეჯერი. მე გეუბნებით, კრიზისმეიკერია და არა კრიზისმენეჯერი.

close დახურვა