logo

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: მიტროპოლიტმა იპოდიაკონად აკურთხა ცრუ ბერი და შარლატანი

10 ივნ 202123:51
3 წუთის საკითხავი
clock 490
2021/06/10/4t1xilrrv1q1vy3.jpg

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ამბობს, რომ ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგი შალამბერიძემ იპოდიაკონად აკურთხა გიორგი "გაბრიელ" კოკოლიშვილი, რომელსაც გასული წლის სექტემბერში საპატრიარქო თვითმარქვიას უწოდებდა.

"ტყიბულისა და თერჯოლის გონებავნებულმა მიტროპოლიტმა გიორგი შალამბერიძემ (ტრუბაში გამძვრალი მიტროპოლიტი არ გეგონოთ, აკადემიკოსი დოქტორი მიტროპოლიტი ვარო, კამერებთან რომ იქადოდა ამ ბოლო წლებში) დღეს იპოდიაკონად აკურთხა ცრუ ბერი და რელიგიური შარლატანი გიორგი "გაბრიელ" კოკოლიშვილი, რომელზედაც გასული წლის სექტემბერში გვაუწყებდა საპატრიარქო, ცრუა და არ გაეკაროთო. ეს ის ცრუ ბერია, რომლის ბილწისიტყვაობის და სასულიერო ხარისხის შეურაცხმყოფელი ვიდეოც ნეტში გავრცელდა შარშან.

ახლა რას იტყვის საპატრიარქო??? თქვენ გახრწენით, სრულ ანარქიასა და ჭაობში ჩააგდეთ საქართველოს წამებული უძველესი ეკლესია! არ დატოვეთ პათოლოგი, ავაზაკი, კრიმინალი, რომ სასულიერო წოდებები არ მიგეცათ და ანაფორით არ შეგემოსათ! სამარცხვინო მასხარა ეპისკოპატით აი ეს შედეგი დადო ილია მეორის 44 წლიანმა პატრიარქობამ", - წერს დეკანოზი Facebook-ზე.

 
close დახურვა