logo
ENG



კორონავირუსის 695 შემთხვევა გამოვლინდა, 16 ადამიანი გარდაიცვალა

11 ივნ 202110:55
3 წუთის საკითხავი
clock 493
კორონავირუსის 695 შემთხვევა გამოვლინდა, 16 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 16 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 797 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37842 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23931, PCR ტესტით - 13911.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია - 1,84%, ბოლო 14 დღის - 2,67%, ბოლო 7 დღის - 2,44%.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:

  • თბილისი 389
  • აჭარა - 47
  • იმერეთი - 55
  • ქვემო ქართლი - 64
  • შიდა ქართლი - 26
  • გურია - 7
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 46
  • კახეთი - 32
  • მცხეთა-მთიანეთი - 9
  • სამცხე-ჯავახეთი - 18
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  352 649-ს. აქედან 337 820 გამოჯანმრთელდა, 5 012 კი გარდაიცვალა.

 


close დახურვა