ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის ოპერატიული სამსახურის უფროსს ფეხში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა და ფეხის არეში დაიჭრა. 55 წლამდე კაცი ლაგოდეხში - კლინიკა კელაპტარშია გადაყვანილი. ფორმულა დამატებით დეტალებს არკვევს.