logo
ENG



ბაიდენის და პუტინის ერთობლივი განცხადება აშშ-რუსეთის სამიტის შემდეგ

16 ივნ 202122:53
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/16/5p11pw17ho2czct.png

ჟენევაში გამართული ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, თეთრი სახლი სტრატეგიულ სტაბილურობაზე აშშ-ისა და რუსეთის ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს.

"ჩვენ, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, აღვნიშნავთ, რომ აშშ-მ და რუსეთმა აჩვენეს, რომ დაძაბულობის დროსაც კი მათ შეუძლიათ მიაღწიონ პროგრესს საერთო მიზნებზე, რათა უზრუნლყონ პროგნოზირებადობა სტრატეგიულ სფეროებში, შეამცირონ შეიარაღებული კონფლიქტის რისკები და ბირთვული ომის საფრთხე. 

ახალი START-ის ხელშეკრულების [ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის] ბოლო დროინდელი გახანგრძლივება ასახავს ჩვენს ვალდებულებას ბირთვული იარაღის კონტროლისადმი. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ პრინციპს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაიმართოს. 

ამ მიზნების შესაბამისად, აშშ და რუსეთი უახლოეს მომავალში ერთად დაიწყებენ "ინტეგრირებული ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგს" და ეს იქნება მიზანმიმართული და ძლიერი. ამ დიალოგით ჩვენ ვეცდებით საფუძველი ჩავუყაროთ სამომავლოდ იარაღის კონტროლს და რისკის შემცირების ზომებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დღეს, 16 ივნისს ჟენევაში გაიმართა. ორი ქვეყნის ლიდერების შორის საუბარი დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა, რის შემდეგადაც მათ ცალ-ცალკე პრესკონფერენციები გამართეს.

რა თქვეს ბაიდენმა და პუტინმა სამიტის შემდეგ წაიკითხეთ აქ.


close დახურვა