logo
ENG



USAID საქართველოს გრანტის სახით 67 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს

17 ივნ 202115:53
3 წუთის საკითხავი
clock 1464
2021/06/17/k7047phrajko3b8.jpg

USAID საქართველოს გრანტის სახით 67 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს.

როგორც საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, გრანტის მოცულობა შესაძლებელია გაიზარდოს 330,5 მლნ აშშ დოლარამდე.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 14.5 მლნ აშშ დოლარი გათვალისწინებულია გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით, 25.9 მლნ დოლარი - მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებისადმი. ეკონომიკის განვითარებისათვის კი გამოყოფილია 26.6 მლნ აშშ დოლარი.


close დახურვა