logo
ENG



ესტონეთი საქართველოს 100 000 დოზა ვაქცინას გადასცემს

17 ივნ 202123:05
3 წუთის საკითხავი
clock 3989
2021/06/17/2jmidbnki1ium2r.jpg

ესტონეთი საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 000 დოზას გადასცემს.

ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ესტონეთი დაეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს. მოლდოვას გადაეცემა ვაქცინის 100 000 დოზა. ასევე, 100 000 დოზა გადაეცემა ჩვენს პარტნიორ საქართველოს", - ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების მიერ Twitter-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყოასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო. 

3 აპრილს ქვეყანაში ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 000 დოზა შემოვიდა, რომლით აცრაც 18 წელს ზემოთ ყველა მსურველს შეუძლია.

30 აპრილს საქართველოში კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინა, სინოვაკი, შემოვიდა. 

17 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 221 156 ადამიანია აცრილი.


close დახურვა